Categories
South Caucasus News

Israel reports death of elite unit commander in clash with Hamas militants

default.jpg

Categories
South Caucasus News

Aliyev announces possibility of holding negotiations with Armenia in Georgia

default.jpg

Categories
South Caucasus News

293 patients forcibly displaced from NK continue to receive treatment in Armenia

default.jpg

Categories
South Caucasus News

Aliyev announces possibility of holding negotiations with Armenia in … – NEWS.am

Aliyev announces possibility of holding negotiations with Armenia in …  NEWS.am

Categories
South Caucasus News

Latest data on casualties from attack on Israel revealed – Trend News Agency

Latest data on casualties from attack on Israel revealed  Trend News Agency

Categories
South Caucasus News

Israeli army launches artillery strikes in Lebanon – Yerevan – NEWS.am

Israeli army launches artillery strikes in Lebanon – Yerevan  NEWS.am

Categories
South Caucasus News

How end-of-game mistakes delivered despair for Miami and a sigh of relief for Southern Cal – NCAA.com

How end-of-game mistakes delivered despair for Miami and a sigh of relief for Southern Cal  NCAA.com

Categories
Audio Review - South Caucasus News

ალიევი: თუ სომხეთი დათანხმდება, მყისიერად დავიწყებთ სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში

01000000-0aff-0242-a4cf-08dbc8009436_cx0

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში საქართველოს ჩართულობა „ყველაზე სწორი არჩევანია“, აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.

ალიევი აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს სტუმრობს. ორი ქვეყნის ლიდერებმა სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესი განიხილეს მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა გასულ თვეში სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა.

„ჩემი იდეა ისაა, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები, თუ ნებისმიერი სხვა, მათ შორის გეოგრაფიული, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში. ველით იგივეს სომხეთისგანაც. და თუ ის დათანხმდება, მყისიერად დავიწყებთ, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, – განაცხადა ალიევმა კვირას, საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ალიევის გამოსვლას წინ უსწრებდა ღარიბაშვილის მიმართვა, რომელმაც გაიმეორა მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, რომ თბილისი ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში.

„ჩვენ საქართველოს ყოველთვის გვეკავა ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“.

ღარიბაშვილის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერებმა, ასევე, განიხილეს შუა დერეფნის განვითარების საკითხები.

გასულ თვეში 24-საათიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად, აზერბაიჯანმა აღადგინა კონტროლი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონზე, რამაც გამოიწვია 120,000 ეთნიკური სომეხის უმეტესი ნაწილის გადასახლება სომხეთში.

ბოლოს ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ წინადადებები აგვისტოში გაცვალეს. რამდენჯერმე რედაქტირებული დოკუმენტის დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, შეხვედრაზე. მოლაპარაკებები საფრანგეთის, გერმანიისა და ევროსაბჭოს ლიდერების მონაწილეობით უნდა გამართულიყო 5 ოქტომბერს.

Categories
Selected Articles

Azerbaijani Defense Ministry presents weekly summary of events

The Azerbaijani Defense Ministry has prepared a video summary of the events that took place throughout the week.